მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილების მარშრუტი იცვლება

27 თებერვალი 2018, 00:00 4019 ნახვა

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობის გამო, პირველი მარტიდან მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილების მარშრუტები შეიცვლება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს:  

#2 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა ადლიის, სვიშევსკის, ინასარიძის, ფიროსმანის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე,თამარ მეფის გამზირსა და თამარის დასახლებაში.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #2 მუნიციპალური ავტობუსი - თბ. მოედანი, ჭავჭავაძის, ფიროსმანის , ინასარიძის, ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ადლიის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, გორგილაძისა და ბარათშვილის ქუჩებსა და თბ. მოედნამდე.

#2 ა მუნიციპალური ავტობუსი - თბ. მოედანი, ბარათაშვილის, გორგილაძის, ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ადლიის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ფიროსმანისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე თბ. მოედნამდე.

#3 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა ადლიის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, წერეთლის, მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირსა და თამარის დასახლებაში.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #3 მუნიციპალური ავტობუსი - თბ. მოედანი, ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩები, თამარ მეფის გზატკეცილი და თამარის დასახლება. უკუმიმართულება იგივე.

#8 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, მაიკოვსკისა და გოგოლის ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურში. უკუმიმართულება - მახინჯაური, თამარ მეფის გზატკეცილი, გოგოლის, მაიაკოავსკის, შავშეთის, ბაქოს, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, ორბელიანის, ლეონიძისა და აღმაშენებლის ქუჩები.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: 8 მუნიციპალური ავტობუსი - ჯავახიშვილის, პუშკინის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები, თამარ მეფის გზატკეცილი და მახინჯაური.

უკუმიმართულება - მახინჯაური, თამარ მეფის გზატკეცილი, ნონეშვილის, მაიაკოვსკის, შავშეთის, ბაქოს, ჭავჭვაძის, აბუსერიძის, შარტავას, პუშკინის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. 

#10 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა აეროპორტიდან, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, რუსთველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურში. უკუმიმართულება იგივე.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #10 მუნიციპალური ავტობუსი - აეროპორტიდან, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, რუსთველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილზე ბათუმი ცენტრალის(რკინიგზის სადგური) მიმართულებით. უკუმიმართულება იგივე.

#12 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა გოგოლის (მეტროს ავტოსადგური), მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ხალვაშის (ხელვაჩაური) ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #12 მუნიციპალური ავტობუსი - თბ. მოედანი, ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და ხალვაშის (ხელვაჩაური) ქუჩები. უკუმიმართულება იგივე.

#16 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა გოგოლის (მეტროს ავტოსადგური), მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, აფსაროსისა და ანდრია პირველწოდებულის ქუჩებსა და სარფში. უკუმიმართულება იგივე.

მუნიციპალური ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #16 მუნიციპალური ავტობუსი - თბ.მოედანი, ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩები, აეროპორტის გზატკეცილი, აფსაროსისა და ანდრია პირველწოდებულის ქუჩები სარფის მიმართულებით.

ბათუმში ესტაკადის მშენებლობა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ბაქოს ქუჩაზე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი გრაფიკი დაწესდა, ასევე განსხვავებული მარშრუტით გადაადგილდებიან მიკროავტობუსებიც. 

ამავე კატეგორიაში