ზოოკუთხის ყოფილი თანამშრომლის სარჩელის განხილვა გრძელდება

27 თებერვალი 2018, 00:00 1846 ნახვა

ზოოკუთხის ყოფილი თანამშრომლის  ამირან მურვანიძის სარჩელის  განხილვა გრძელდება. მხარეებმა დღეს მტკიცებულებები წარმოადგინეს. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ზოოკუთხის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ამირან მურვანიძე ჯერ გაანთავისუფლა ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციამ და შემდეგ დაიწყო მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოძიება, რომელიც მხოლოდ არგუმენტების შემცველია.  მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ალექსანდრე თევზაძე ინფორმირებული იყო ზოოპარკში ცხოველების დაავადებისა და რთული პირობების შესახებ, თუმცა პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა.

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ცხოველების სია, რომელიც ალექსანდრე თევზაძის მტკიცებით  ზოოკუთხის ყოფილი ხელნძღვანელის დროს დაიხოცა. თევზაძე ყოფილ თანამშრომელს არაკვალიფიციურობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს, რამაც მისი მტკიცებით გამოიწვია ცხოველების სიკვდილიანობა. მოსარჩელე მხარე ამირან მურვანიძის სამსახურში აღდგენას ითხოვს. გადაწყვეტილებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 19 მარტს გამოაცხადებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში