აუდიტის დასკვნა პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში დახარჯულ 28 მილიონ ლარზე

27 თებერვალი 2018, 00:00 2617 ნახვა

დახარჯული 28 მილიონი და ბილეთებიდან მიღებული 3 მილიონი  – ეს პროექტის -  Check in Georgia -ს 2016 წლის მონაცემია თანხებში. სამი კონცერტი იყო ფასიანი, აქედან ერთ-ერთი -Maroon 5-ის კონცერტი ბათუმში გაიმართა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღონისძიებების მიზანი არა მოგება არამედ ტურისტების მოზიდვა და ქვეყნის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად კი უმრავლეს შემთხვევაში ბილეთები იმ ქვეყნებში გაიყიდა რომელთა მოქალაქეები ისედაც არიან საქართველოში შემოსული ტურისტების პირველ ათეულში და ამ დანახარჯით სახელმწიფომ ხელი ვერ შეეწყო ტურისტების სხვა ქვეყნებიდან აქტიურ მოზიდვას. ხარჯის მიზნობრიობა და შედეგი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში