გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

28 თებერვალი 2018, 00:00 1945 ნახვა

დღეს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით ჯარიმას  და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.  თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

ამავე კატეგორიაში