საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებაზე სანქციები მკაცრდება

28 თებერვალი 2018, 00:00 1922 ნახვა

საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებაზე, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და წვრილმან ხულიგნობაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება. კერძოდ, 100 ლარის ნაცვლად წვრილმანი ხულიგნობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს.  

ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – პირს  15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

ამავე კატეგორიაში