50 მილიონი ფაროსანის გასანადგურებლად

28 თებერვალი 2018, 00:00 2464 ნახვა

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად აუცილებელ შესაწამლ საშუალებებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კერძო მესაკუთრეებს აღარ დაურიგებს.

კერძო ნაკვეთების მეპატრონეებს თავად მოუწევთ მავნებელთან გამკლავება, ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ თუ ვითარება მწვავე იქნება.

ფაქტია სამინისტრომ სტრატეგია შეცვალა, რადგან გასულ წელს მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემულ პრეპარატებს მოსახლეობას ურიგებდნენ.

ახალი სტრატეგიის მიხედვით დაგეგმილია აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ასევე ასეულობით ათას ჰექტრამდე ტერიტორიის შეწამლვა სპეციალური ტექნიკით და სპეციალური ხაფანგების მოწყობა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში