საზღვრის კვეთის რეგულაციები - ქართული მხარე თურქეთის შს მინისტრის ვიზიტის მოლოდინში

01 მარტი 2018, 00:00 2747 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვარს საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეზღუდვების გარეშე კვეთენ. რეგულაციები, რომელიც თურქულმა მხარემ სასაზღვრო პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით 2018 წლიდან შემოიღო, საქართველოს მოქალქეებისთვის დროებით შეჩერებულია. მხარეებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც მარტის შუა რიცხვებში საქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ 90 დღიან უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს და მოქალაქეს საზღვრის კვეთას 24 საათის განმავლობაში სრულ ერთ დღედ უთვლის – არაერთი შეხვედრა გაიმართა თურქეთსა და საქართველოში. თურქეთის მხრიდან შეზღუდვების შემოღებისთანავე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა მეზობელ ქვეყანაში, სადაც შეხვედრა გამართა ართვინის გუბერნატორთან. იგი სარფის საბაჟოს კურირებს, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა, რომ რეგულაციები კონსულტაციების დასრულებამდე არ ამოოქმედდება

ამავე კატეგორიაში