“მინდა ვენდო სასამართლოს” -კამპანია

01 მარტი 2018, 00:00 2304 ნახვა

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ახალ კამპანიას იწყებს, “მინდა ვენდო სასამართლოს”. 

კოალიციის წევრებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს  ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლისა და თავმჯდომარის დაპირისპირებაზე. მათი განცხადებით, ხვალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ირაკლი შავაძისა და დავით მამაისეიშვილის დაგეგმილი შეხვედრა გამჭვირვალე უნდა იყოს. კოალიციის წვერების თქმით, მართლმსაჯულება უნდა იყოს მიუკერძოებელი. აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოსთან მიმართებით არსებული პრობლემების აღიარება და კრიტიკული მოსაზრებების გაზიარება. ისინი პასუხისმგებლობას ნაწილობრივ ხელისუფლებასაც აკისრებენ და განმარტავენ, რომ კლანური მმართველობა უნდა აღმოიფხვრას.  პროკურატურამ კი გამოიძიოს სისტემაში არსებული დანაშაულებრივი ქმედება, პარალელურად  რეფორმა გაატაროს პარლამენეტმაც.

ამავე კატეგორიაში