საინფორმაციო კამპანია მოსწავლეებისთვის 

01 მარტი 2018, 00:00 1701 ნახვა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქვეყნის მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.

ლიცეუმში ჩარიცხვა საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც 9 კლასი აქვთ დასრულებული. კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ. ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

ამავე კატეგორიაში