ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ შეაგინა

02 მარტი 2018, 00:00 2256 ნახვა

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ შეაგინა. საუბარი მიმდინარეობდა ინტელიგენციის მიერ გავრცელებულ ღია წერილზე, რომელიც კამათის საგანი გახდა. ელიზბარ ჯაველიძემ წამყვანს სთხოვა მისთვის მოესმინა, ინგა გრიგოლიამ განუცხადა, რომ ის უსმენდა და სწორედ ამ დროს მიმართა მას ჯაველიძემ შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვებით. ამის შემდეგ კი  მან გადაცემაში მონაწილეობა შეწყვიტა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გმობს მსგავსი შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებებს ჩვენი კოლეგების მიმართ. 

ამავე კატეგორიაში