ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოში წითელი ჯვარი ჩამოასვენებს

04 მარტი 2018, 00:00 2551 ნახვა

წერილი რუსეთის პატრიარქისგან - საპასუხოდ. საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში ჩაერთო. როგორც განცხადებაში წერია.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II - ის თხოვნით, პატრიარქი კირილი ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს. ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში