ბათუმის ცენტრალურ პარკთან მანქანა დაიწვა

05 მარტი 2018, 00:00 5256 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკთან 4 მარტს მანქანა დაიწვა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, კაფე "ცეროდენას" წინ, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 

სახანძრო თვითმხილველებმა გამოიძახეს. ადგილზე ბრიგადები მალევე მივიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში გამოძახება არ დაფიქსირებულა. 

 

ამავე კატეგორიაში