მომდევნო დღეებში ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება

05 მარტი 2018, 00:00 5070 ნახვა

უახლოეს დღეებში, სანაპირო ზოლში, თბილი ჰაერის მასები ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას. 7 მარტს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება და იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

თბილი ჰაერის მასების გავრცელება მეტეოროლოგიური აღმოსავლეთის პროცესითაა განპირობებული.

აჭარაში მომდევნო 2 დღე უნალექო იქნება. სანაპირო ზოლში საშუალო ტემპერატურა +20, მთაში +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, თუმცა მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში