8-9 მარტს პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სტუდიური გადაცემები ეთერში არ გავა

07 მარტი 2018, 00:00 2331 ნახვა

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო და სამაუწყებლო სტუდიებში ,პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 8 და 9 მარტს საინფორმაციო გამოშვებები, ასევე, სტუდიური გადაცემები ჰეშთეგი, იმპულსი და ახალი სივრცე ეთერში არ გავა. მაუწყებელში სამომხმარებლო ქსელის კონფიგურაცია იგეგმება, ჩატარდება პროფილაქტიკური სამუშაოები.

ტელევიზია განაგრძობს მაუწყებლობას და ყველა სხვა გადაცემა, რაც სტუდიიდან არ გადაიცემა, შეუფერხებლად გავა ეთერში. 10 მარტიდან კი ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. 8 და 9 მარტს კორექტივები შედის რადიოს სამაუწყებლო ბადეშიც: 2 დღის განმავლობაში, საინფორმაციო გამოშვებები 12, 15, 18 და 20 საათებზე გავა ეთერში

ამავე კატეგორიაში