90 დღიანი უშედეგო ძიება - 17 წლის ბიჭს პოლიცია ვერ პოულობს

06 მარტი 2018, 00:00 3044 ნახვა

ქობულეთში, სამი თვის წინ, 17 წლის გოგი დოლიძე სახლიდან სკოლაში წავიდა, თუმცა  არც სკოლაში მისულა და აღარც სახლში დაბრუნებულა. ოჯახი მოზარდს 7 დეკემბრის შემდეგ ეძებს, 90 დღეა სამძებრო სამუშაოებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. 

დაკარგული მოზარდის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ  სამართალდამცველებმა არასრულწლოვანის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ოჯახი დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მოზარდის ძიება გრძელდება.  სამინისტროში არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 8 დეკემბერს შევიდა. უწყებამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში