ყინულის ახალი არენის მშენებლობა ბათუმში

06 მარტი 2018, 00:00 1943 ნახვა

ბათუმში ახალი ყინულის არენა შენდება. სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებებისა და კულტურული ღონისძიებების  ჩასატარებლად.  

ამავე კატეგორიაში