მუსლიმი ქალების საჭიროებები

06 მარტი 2018, 00:00 4046 ნახვა

“აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების კვლევის” შედეგების მიხედვით, განათლების, დასაქმების, პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის, ასევე სოციალური ცხოვრების სურვილისამებრ წარმართვას მუსლიმი ქალები სრულყოფილად ვერ ახერხებენ, როგორც საზოგადოებრივი აზრის, თვითდისკრიმინაციის, ისე გენდერული და რელიგიური ნიშნით არსებული სტერეოტიპების გამო.

კვლევის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები არაერთი პრობლემისა თუ საჭიროების წინაშე დგანან, ისინი დისკრიმინაციას აწყდებიან როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ გარემოში, მათივე ოჯახებსა თუ თემში. აღმსარებლობის გამო დისკრიმინაცია იკვეთება საგანმანათლებლო სივრცეებში და დასაქმების დროს. 

ამავე კატეგორიაში