გაფრთხილება! 9 მარტს, საღამოს საათებში, მოსალოდნელია ქარიშხალი

08 მარტი 2018, 00:00 33572 ნახვა

 9 მარტს, საქართველოში ინტენსიურად დაიწყებს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელებას.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი. დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში, ზოგან 27 მეტრ წამამდე, რაც ქართა კატეგორიაში ქარიშხალის ნიშნულს უტოლდება.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დედაქალაქში, სადაც 10 მარტის ღამეს შესაძლებელია ქარის სიჩქარემ 30-33 მეტრ წამს მიაღწიოს, რაც უკვე გრიგალის კატეგორიაა.

აჭარაში 9 მარტს დილიდან იწვიმებს, თუმცა წვიმა და ქარი დღის ბოლოს გაძლიერდება. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია, ხილვადობის შეზღუდვა 400-600 მეტრამდე. ტალღის სიმაღლე 5 ბალს მიაღწევს.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში