აჭარაში ყალბი დიპლომის წარდგენისთვის პოლიციამ ერთი პირი ამხილა 

07 მარტი 2018, 00:00 3871 ნახვა

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების და კომერციული მოსყიდვის  ფაქტზე, ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 3 ათას 300 ლარის სანაცვლოდ, აჭარაში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი გაასაღა.

მეორე  შემთხვევაში კი იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში