შვედეთის თავდაცვის მინისტრი ბაზიანის სამხედრო ბაზაზე

07 მარტი 2018, 00:00 1660 ნახვა

ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია – ამ საკითხებზე ყურადღება გაამახვილა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.

პიტერ ჰულტქვისტმა საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა და ახალი სარეზერვო სამსახურის შემოღება დადებიტად შეაფასა. შვედეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი 2019 წელს “ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება.  

ამავე კატეგორიაში