ბათუმის მერია: მერია არ არის პარტნიორი ფორუმის ''რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“

07 მარტი 2018, 00:00 2184 ნახვა

"რუსულ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის მერია პარტნიორი და დამფინანსებელია პროექტის - ,,რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“, სიმართლეს არ შეესაბამება. თვითმმართველობა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციას ემიჯნება" - ოფიციალური განცხადება მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებგვერდის მიერ 9 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერია ფორუმის პარტნიორია.

თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "მერიის მხრიდან დაუყოვნებლივ გატარდება შესაბამისი ზომები, ვებგვერდზე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესასწორებლად". 

ამავე კატეგორიაში