რა სიახლე ელოდება ტურისტებს მთიან აჭარაში?

07 მარტი 2018, 00:00 2242 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და არსებულის განვითარებას გეგმავს. მათ შორის: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი, გოდერძი-მწვანე ტბა- შავი ტბა- დანისპარაულის წრიული მარშრუტი, ხულო- თაგო -სხალთის საფეხმავლო მარშრუტი.

პროექტის ფარგლებში განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლები, თავშესაფრები და კვების ობიექტები. ასევე, მომზადდება ინდივიდუალური ტურისტული რუკები.

ამავე კატეგორიაში