ლელა ბერიძე: ''მოქალქეებს თურქეთიდან საქართველოში შერჩევით უშვებენ''

08 მარტი 2018, 00:00 4363 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ისევ შეფერხებულია. ინფორმაცია მოქალაქემ მოგვაწოდა რომელიც მეორე დღეა თურქეთში იმყოფება. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მან გუშინ დედასთან ერთად გადაკვეთა,

დღეს კი, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამბობს რომ მოქალქეებს თურქეთიდან საქართველოში შერჩევით უშვებენ.     

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,შეზღუდვებით, თუმცა ეტაპობრივად მოქალაქეები გადადიან, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის  მხრიდან. 

სარფის საბაჟო პუნქტზე მიმოსვლა გუშინ, 7 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, მიზეზი თურქეთის თურქეთის მხარეს ელექტრონული სისტემის გათიშვა გახდა.

ვიდეო მოქალაქემ ადგილიდან მოგვაწოდა.

ამავე კატეგორიაში