საქართველო-თურქეთის საზღვარზე შეფერხება მოიხსნა

08 მარტი 2018, 00:00 2913 ნახვა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე შეფერხება მოიხსნა და 30-მდე საქართველოს მოქალაქე, რომელებიც 24 საათზე მეტია ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში დაბრუნებას, საზღვარს მალევე გადმოკვეთენ.

აჭარის მთავრობის წარმომადგენელის, ალექსანდრე დავითაძის განცხადებით თურქეთის საბაჟოზე ტექნიკური შეფერხება იყო, რომლის გამო მებაჟეები ვერ ამოწმებდნენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკაში სავარაუდო დარღვევა ჰქონდათ. მისივე განცხადებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

თურქეთ საქართველოს საზღვარის პარალიზება, გუშინ, 7 მარტს, საღამოს 5 საათისთვის მოხდა. თურქულ მხარეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, დაზიანდა კომპიუტერული ქსელი და შეწყდა ორმხრივად მგზავრთა საზღვარზე გატარება.

ამ დროისთვის, თურქეთის მხარეს, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნების პრობლემა შეექმნათ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში 20 მოქალაქის მონაცემების გადამოწმება და საზღვარზე გატარება მოხერხდა, თუმცა ტექნიკური სისტემის ხელმეორედ გათიშვის გამო, თურქეთის მხარეს დარჩა საქართველოს 30 მოქალაქე.

როგორც აჭარის მთავრობის წარმომადგენელი იტყობინება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სისტემამ მუშაობა განაახლა 8 მარტს 21:10 საათზე, რის შემდეგაც საქართველოს 30 მოქალაქეც ეტაპობრივად გადმოკვეთს საზღვარს მონაცემთა გადამოწმების შემდეგ.

რაც შეეხება სარფის საბაჟოს საქართველოს მხარეს, მოქალაქეების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში