რა დაგიჯდებათ მართვის მოწმობის შეცვლა

09 მარტი 2018, 00:00 5794 ნახვა

ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვს აღებული, მიმდინარე წლის  1 აპრილამდე უნდა შეცვალოს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მართვის მოწმობის შესაცვლელად  ხელახალი, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.

ძველი მართვის მოწმობის ჩასაბარებლად და ახლის ასაღებად მოქალაქეები შსს მომსახურების სააგენტოში უნდა მივიდნენ, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა 4 ნომერში მდებარეობს. 

იქვე  გადაიხდით მოწმობის აღდგენისთვის 15 ლარს, დამატებით დაგჭირდებათ ჯანმრთელობის ცნობა, რომლის ღირებულება 25 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე აღწევს (გააჩნია რომელ კლინიკაში მიხვალთ)

შსს აცხადებენ, რომ თუ 1 აპრილამდე მოქალაქე არ შეცლის 2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მოწმობას, ის ავტომატურად გამოცხადდება ძალადაკარგულად. 

შსს ინფორმაციით, ამ დრომდე 40 ათასი მოქალაქეა, რომელსაც არ შეუცვლია მართვის მოწმობა. მათ შორის უცნობია, რამდენი არ იმყოფება ქვეყანაში ან აღარ სარგებლობს ავტოტრანსპორტით. 

ამავე კატეგორიაში