ბათუმში სანაპიროზე ძლიერი ქარია

09 მარტი 2018, 00:00 5499 ნახვა

ბათუმში დღეს შტორმული ამინდია. სანაპირო ზოლში ძლიერი წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის ქარია, რომლის სიჩქარეც 17-22 მ/წმ-ს აღწევს.  

გასული დღეებისგან განსხვავებით, ტემპერატურამ 7°-9° ით დაიკლო. 

ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ღამით ნალექის ინტენსივობაც დაიკლებს და ხვალ შუადღიდან გამოიდარებს.

მომდევნო დღეების განმავლობაში, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა  +13° და +15°  დაფიქსირდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში