სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

04 ივლისი 2016, 00:00 3197 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. "ტემპერატურის მატების გამო, გარე ვაჭრობის ადგილებში განსაკუთრებით საშიშია მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა" - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში