მოსახლეობა კომპანია "აჭარ ენერჯი -2007"-ის წინააღმდეგ

10 მარტი 2018, 00:00 2980 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ მაჭახლისპირის  მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები  უკვე მეორე დღეა ცდილობენ, სამუშაოებს ხელი შეუშალონ, როგორც ამბობენ კომპანიას  სახლის მიმდებარედ გამავალი 110 კილოვატიანი , მაღალი ძაბვის ელექტროსადენის გაბმის საშუალებას არ მისცემენ. ბერიძეების ოჯახი ფიქრობს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და კარ- მიდამოს აზიანებს. კომპანიაში კი ეუბნებიან, რომ  ცხოვრება სახიფათო არ არის.  სამუშაოებს კომპანია ,, აჭარა ენერჯი 2007’’ ასრულებს. 

“მთავარის” გადამღები ჯგუფი , კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა, ადგილზეც მივიდა,  თუმცა გიორგი ნაკაშიძე სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. ბერიძეების მსგავსად პრობლემა კიდევ 5 ოჯახს აწუხებს. რომელთაც მოლაპარაკება კომპანიასთან არ ჰქონიათ. აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის, დასკვნა  რომელშიც წერია: “ელექტროსადენი საცხოვრებლიდან 1 მეტრითა და 30 სანტიმეტრითაა დაშორებული.”

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში