ქართული ენის კათედრა ლუვენის უნივერსიტეტში

10 მარტი 2018, 00:00 1649 ნახვა

ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება ლუვენის უნივერსიტეტში.შეთანხმება გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს  შორის შედგა.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა, მან მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.

ამავე კატეგორიაში