“ უარს ვამბობთ იარაღზე”- კონკურსი მოვალეობისთვის

10 მარტი 2018, 00:00 2830 ნახვა

ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ვიდეო - რგოლების კონკურსში ''ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე'' ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს 20 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ამ თემატიკაზე გადაღებული ვიდეოები წარადგინეს, გამოვლინდა სამი საუკეთესო.

პირველ ადგილზე გასული ვიდეორგოლი კონკურსის დასკვნით ეტაპზეც მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს მასშტაბით პროექტის საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდება. საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი, რომლის მიზანიც ცნობიერების ამაღლებაა იანვარში დაიწყო, მის ფარგლებში სკოლებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრებიც გაიმართა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში