წერეთლის ქუჩაზე მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

10 მარტი 2018, 00:00 6709 ნახვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად, 13 წლის გოგონა დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს თავის ტვინის შერყევა აქვს, მოთავსებულია ქირურგიულ დეპარტამენტში და მიმდინარეობს პაციენტის მონიტორინგი.

შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 124 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთიხლებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში