ბათუმში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი - გახსნილი დანაშაული

11 მარტი 2018, 00:00 3321 ნახვა

ქურდობის 7 გახსნილი საქმე და ერთიც აღკვეთილი. ეს ბოლო ერთი კვირის მანძილზე ბათუმში მომხდარი ფაქტებია. პოლიციამ 1988 და 1990 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეოსათვალთვალო კამერას.

ერთ-ერთმა დაკავებულმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა, მას, ასევე, ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში. გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში