რა პირობით გაიყიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა?

11 მარტი 2018, 00:00 3211 ნახვა

მემედ აბაშიძის N40-ში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ასევე მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 755 ათას ლარად ერთი ბიჯით გაიყიდა.  პირობებიანი აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც  1 128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი კი – 35 ათასი ლარი.

მყიდველის ვინაობა ხვალ დასახელდება. მყიდველს სრული საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 თვის ვადაში უნდა გაიხადოს.  ამავე ვადაში უნდა დაიწყოს სარემონტო სამუშაოები, რომლის პროექტიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უნდა შეუთანხმოს. საბოლოდ მყიდველმა არანაკლებ მილლიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამავე კატეგორიაში