მშენებლობიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

12 მარტი 2018, 00:00 3558 ნახვა

სამშენებლო კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდი  იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მედიკოსების ინფორმაციით, დაზიანებები ძირითადად თავის არეში აღენიშნება. შემთხვევა 2 დღის წინ  ბათუმის ბულვარში მდებარე მშენებარე ობიექტზე მოხდა.   მშენებარე სასტუმრო კომპლექსის დაცვის უფროსი ამბობს, რომ ობიექტზე  სადაც მოზარდი დაშავდა, უსაფრთხოების  ნორმებია დაცულია.  სატელეფონო საუბარში დაცვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბავშვებმა ობიექტზე შეიპარნენ.

ობიექტზე, რომელზეც 13 წლის მოზარდი დაშავდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. კომპანია “ჯი აი ემ ჯი” - ში აცხადებენ, რომ ობიექტს დაცვის სპეციალური სამსაური ემსხურება და მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, კომპანია საგამძიებო უწყებასთან თანამშრომლობს და ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით,  გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში