ძვალ - სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკა

12 მარტი 2018, 00:00 2344 ნახვა

ბავშვთა  განვითარების  ადრეულ ასაკში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის გამოვლენის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. უფასო კონსულტაციებით და საჭიროების შემთხვევაში ასევე  უფასო გამოკვლევებით ქობულეთში, ხელვაჩაურსა და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვები ისარგებლებენ.  

დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი პაციენტებს საჭირო პრეპარატებიც გადაეცემათ.  პროგრამის ფარგლებში სულ 4 ათას 100 ბენეფიციარის გამოკვლევა იგეგმება. ხვალ  ექიმი ტრავმატოლოგი  ლევან გამყრელიძე  მსურველებს  10 საათზე ქობულეთში სოფელ მუხაესტატეში, ხოლო 14 საათზე მედ-ჰაუსში გაუწევს კონსულტაციებს.  15 მარტს  გამოკვლევები ხელვაჩაურში რეგისტრირებულ პაცინეტებს ჩაუტარდებათ.

ამავე კატეგორიაში