როდის მოწესრიგდება ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა?

12 მარტი 2018, 00:00 1894 ნახვა

 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ მთავრობას მიმართავს ახალი ბულვარში ინფრასტრუქტურა დროულად მოაწესრიგოს. სოლომონ ბაჯელიძე ამბობს, რომ ტერიტორიაზე ამოყრილია ფილები და გზის ზედაპირი ბალახითაა დაფარული. ოპოზიციას ბულვარის ადმინისტრაციაში უპასუხეს.

ეთერ მაჭუტაძის თქმით ამ განცხადებას პარტიაში, პოლიტიკური ქულებისთვის აკეთებენ. მისი ინფორმაციით, ფილებთან დაკავშირებით ტენდერი უკვე დასრულდა, და სავარაუდოდ 10 დღის ვადაში სამუშაოები დაიწყება, რისთვისც 2 მილიონ 83 ათას 556 ლარია გათვალისწინებული. მისი თქმით, ზაფხულამდე დაგეგმილია, ასევე პრომინადის და საბაღესკამების მოწყობა. ორი ახალი ალეა გაკეთდება ძველ ბულვარში, დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების მიმდებარედ. მოწესრიგდება საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაც. 

ამავე კატეგორიაში