5 წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

12 მარტი 2018, 00:00 2606 ნახვა

5 წლიანი პატიმრობა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა-ტარებისთვის, განაჩენი კარლოს სურგულაძეს ხელვაჩაურის სასამართლომ გამოუტანა. დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული გასული წლის ზაფხულში ხელვაჩაურისა და ბათუმის პოლიციის  სამმართველოს თანამშრომლებმა  ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე  დააკავეს. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ბრალდებულის ახლობლები პოლიციის თანამშრომლებს სურგულაძის მიმართ პირად დევნაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ რომ დაკავებულს იარაღი არასდროს ჰქონია. 

ამავე კატეგორიაში