კომისია  საზოგადოებრივი მაუწყებლის  ბორდის  წევრობის  კანდიდატებს უსმენს

13 მარტი 2018, 00:00 2215 ნახვა

ოთხ საათზე მეტია სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ კომისიის წევრები. მას შემდეგ რაც კანდიდატებმა პრეზენტაციები წარადგინეს  შემდეგ კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხეს. სამეურვეო საბჭოში ახალი კანდიდატების შერჩევის აუცილებლობა, რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამ განაპირობა, მათ შორისაა   გიორგი კოხრეიძე, რომელიც თავის დროზე აჭარის  უმაღლესი საბჭოს  მიერაა  დასახელებული. საკონკურსო კომისიას სულ 14-მა ადამიანმა.

შერჩეულ კანდიდატებს  საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი არჩევს. სია გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომელმაც  სამ დღეში უნდა  შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე  კანდიდატი. სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებს შორის აჭარიდან არიან ნათია სირაბიძე და ბესიკ ლილუაშვილი. ნათი კოპალიანი განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში თემას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში