ხიმშიაშვილის 18 ნომერში მცხოვრებლები სახლის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ

13 მარტი 2018, 00:00 1842 ნახვა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის 18 ნომერში მცხოვრებლები სახლის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კომპანია „ჩემი სახლი“, რომლის მფლობელიც უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძეა, აშენებს კორპუსს  და ახალი მშენებლობის გამო მათ საცხოვრებელს გაუქმდა ფანჯრები და სახანძრო კიბე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტზე ნებართვა კანონის ფარგლებში არის გაცემული. მოქმედი წესებით კომპანიას აქვს უფლება მიჯნაზე ააშენოს სახლი. რაც შეეხება 1958 წელში აშენებული სახლის ფანჯრებს და სახანძრო კიბეს, მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა იგი თავის დროზე უკანონოდ მიაშენეს. კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ სახანძრო კიბით სარგებლობა შესაძლებელი იქნება. კომპანია მზად არის, თუკი მათი მხრიდან მეზობლები დაზარალდებიან, ზიანი ააუნაზღაურონ.

ამავე კატეგორიაში