უმაღლესი საბჭოს წევრის ბიზნესი - მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს

13 მარტი 2018, 00:00 7880 ნახვა

დახშული ფანჯრები და 18-სართულიანი საცხოვრებელი, სამსართულიანი სახლის კედელთან – სელიმ ხიმშიაშვილის 18 ნომერში სამშენებლო კომპანია “ჩემი სახლი” მაღლივ კორპუსს აშენებს. ეს ის კომპანიაა რომლის 50 პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ხვიჩა შარაშიძეა.

შარაშიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა, სადაც ამბობენ, რომ კანონი არა მშენებელმა, არამედ იმ მოქალაქეებმა დაარღვიეს, რომლებმაც ათეულობით წლის წინ ფანჯრები იქ გამოჭრეს, სადაც არ შეიძლებოდა.



გარდა იმისა, რომ შენობის ერთ მხარეს მზის სინათლე საერთოდ აღარ შეაღწევს იქ მშენებლებმა სახანძრო კიბეც მოჭრეს.

რას აცხადებენ კომპანიაში? როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, მაშინ როდესაც სამართალს იმ ადამიანის კომპანიასთან ეძებენ, რომელიც თავად უნდა ცდილობდეს სამშენებლო და ადამიანის უფლებების ნაწილში საკანონმდებლო ინიციატივების დაყენებას – ემზარ დიასამიძე თემის დეტალებით. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში