4900-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდება

14 მარტი 2018, 00:00 7656 ნახვა

15 მარტს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ბათუმის, ქობულეთისა და აჭარის მაღალმთიანეთის აბონენტთა  ნაწილს შეეზღუდებათ.

‘’ენერგო პრო ჯორჯიას’’ ინფორმაციით, 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, ეტაპობრივად, თამარ მეფის გამზირის, გორგილაძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის,  ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე სოფლებს: წინსვლას, სალიბაურს, განთიადს და თამარის დასახლების ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდებათ. საუბარია 4892 აბონენტზე.

შეზღუდვებით მიეწოდება ელექტროენერგია ქობულეთის მოსახლეობასაც. 10:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში,  5330 აბონენტი შუქის გარეშე დარჩება. ელექტროენერგია ეტაპობრივად გაეთიშება სოფლების: ლეღვას, ქაქუთის, ჭახათის, ხუცუბნისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.

ასევე აღმაშენებლის, რუსთაველის, გურამიშვილისა და  ბაგრატიონის ქუჩებს  და დაბა ჩაქვის ნაწილს.

რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს. ხულოში 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: გორგაძეები, ღორჯომი, წაბლანა, ბოძაური, ბეღლეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

11:00დან 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის 2346 აბონენტს შუქი გაეთიშება. საუბარია სოფლებზე: კვაშტა, ვაიო, აგარა და მიმდებარე სოფლები.

ანალოგიურ პერიოდში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯაბნიძეების, ტბეთის, მახალაკიძეების, ოლადაურისა და  დარჩიძეების მოსახლეობა, ელექტროენერგიის გარეშე იქნება.

ამავე კატეგორიაში