სპორტი მთავარში

14 მარტი 2018, 00:00 2170 ნახვა

• ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-4 სათამაშო დღეს, ქართველი სუმოისტი, დასავლეთის სეკივაკე, ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე, მესამე მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და მარცხი იწვნია,იაპონელმა წამით ადრე მოახერხა ჩვენებურის დოჰიოდან გადაგდება, ამ მარცხის შემდეგ ლევანის მოგება-წაგების შეფარდება 2:2 გახდა, შეგახსენებთ, რომ გორგაძეს ფეხის რთული ტრამვა აწუხებს და გამაყუჩებლების გამოყენება უწევს. ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინი კომუსუბის წოდების მქონე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდება

• საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი დღეს  თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ აკადემიას ფეხბურთის ფედერაციის  დაფინანსებით ინფრასტრუქტურული მალე ახალი, სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი ექნება. ბავშვთა ფეხბურთის და კონკრეტული პროექტის მნიშვნელობაზე ფედერაციის პრეზიდენტმა და აკადემიის ხელმძღვანელმა გააკეთეს კომენტარი.

• დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის დასკვნითი ორი შეხვედრა გაიმართება. განსაკუთრებულ ყურადღებას „ბარსელონასა“ და ლონდონის „ჩელსის“ დაპირისპირება იწვევს.  „სტემფორ ბრიჯზე“  მათი პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, შესაბამისად კატალონიელები მოედანზე მცირე უპირატესობით გავლენ. მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში, „ბეშიქთაში“ - მიუნჰენის „ბაიერნს“ მიიღებს, რომელთანაც „ალიანს არენაზე“ განადგურების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. რაც შეეხება გუშინ გამართულ შეხვედრებს, „სევილიამ“ სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა 1:2 და მოურინიოს გუნდი ჩემპიონატიდან მოულოდნელად გამოთიშა , ხოლო „რომამ“ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით დონეცკის „შახტარის“ ბარიერი გადალახა.მეოთხედ ფინალისტების დასაჯგუფებელი კენჭისყრა კი 16 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

• ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტური გაიმართა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოკლაჰომამ, მათ ატლანტა ჰოუკსი დაამარცხეს ანგარიშით 119:107, ხოლო გუნდის ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა კარიერაში მე-100 სამმაგი დუბლი შეასრულა. მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა სან-ანტონიო სპურსმა, რომელმაც სახლში ორლანდოელ ჯადოქრებს  აჯობა, ანგარიშით 108:72, თუმცა გუნდი კვლავ მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონის გარეთაა, რაც 20 წლის მანძილზე პირველად ხდება.  რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტს, მეომრებს პლეი-ოფში გასვლა უკვე განაღდებული აქვთ.

• ინდიან ველსის მასტერსზე მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა, სენსაციად ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი მარინ ჩილიჩის წაგება უნდა მივიჩნიოთ რომელიც გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ინდიან ველშის წლევანდელ გათამაშება ამ მხრივ გამოირჩევა რადგან პირველი ათეულიდან მერვედფინალში მხოლოდ ფედერერმა, ანდერსონმა  და დელ-პოტრომ გააღწიეს, არგენტინელმა დღეს გათენიისას ესპანელი დავიდ ფერერი ორ სეტში 6:4 7;6 დაამარცხა.  მერვედფინალური შეხვედრები სტარტს დღესვე აიღებს. გოგონათა შორის კი უკვე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობაა ცნობილი, ჰალეპიმარტიჩის, ოსაკა - პლისკოვასვენუს ვილიამსი - სუარეზ ნავაროს და კარბერი კასატკინას შეხვედრები ხვალ გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში