ცარიელი და ბოქლომდადებული ცეცხლმაქრი ბათუმის ''ცენტრალურ ბაზარში''

15 მარტი 2018, 00:00 5537 ნახვა

კანონი დაცულია, უსაფრთხოება არა - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბაზარში დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე... 

ცეცხლმაქრი  ბათუმის ცენტრალურ ბაზარში - "ფარეხში" ცეცხლმაქრი დაცლილია და  მხოლოდ სადემონსტრაციო დანიშნულება აქვს. საჭიროების შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ სავსეც რომ იყოს... იგი  გისოსებშია ჩასმული და ბოქლომი ადევს.

კანონმდებლობით საევაკუაციო გეგმა თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული, იყოს კითხვადი და ადვილად მიგნებადი. 

ბაზარში გამოკრული საევაკუაციო გეგმა კუთხეშია განთავსებული, მცირე ზომისაა და მისი პოვნა და წაკითხვა რთულია. 

სახანძრო /ცეცხლგამძლე/  წყლის მილი/ - წყლის მილი პლასტმასისაა და ხანძრის შემთხვევაში მალევე დაზიანდება. იგი ბოქლომითაა ჩაკეტილი. 

ბაზარში მომუშავეები ამბობენ, რომ თავს დაცულად გრძნობენ. "გვითხრეს, რომ აქვთ ცეცხლმაქრი და სპეციალური ქაფები. ასე, რომ მშვიდად ვართ"... 

 

გადაცემა ჰეშთეგი - 2018 წლის 7 მარტი 

ამავე კატეგორიაში