გასაუბრება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან უმაღლეს საბჭოში

15 მარტი 2018, 00:00 2336 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება. ცნობილია, რომ 12-ვე კანდიდატი გასაუბრებაში მონაწილეობას მიიღებს, მათი ნაწილი უმაღლეს საბჭოში მივა, ნაწილმა კი პროცესებში სკაიპით ჩართვა ითხოვა. დეპუტატები სავარაუდოდ კვირის ბოლომდე იმსჯელებენ და სხდომაზე გადაწყვეტენ ვის წარადგენენ პარლამენტში.

წარმომადგენლობითმა ორგანომ კანდიდატი აჭარის კვოტისთვის უნდა შეარჩიოს, რომელიც საბოლოო მხარდაჭერის შემთხვევაში გიორგი კოხრეიძეს ჩაანაცვლებს. აჭარიდან კონკურსში ბესიკ ლილუაშვილი და ნათია სირაბიძე მონაწილეობენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში