სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქარსაფარი  ზოლის კვლევას იწყებს

15 მარტი 2018, 00:00 1989 ნახვა

სად რა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენებაა შესაძლებელი?  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აჭარაში ქარსაფარი ზოლის შესწავლის მიზნით კვლევას იწყებს. უწყება სატენდერო პირობებზე უკვე მუშაობს. აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნულ პროგრამას სამინისტრო სამი წელია ახორციელებს, ქარსაფარი ზოლის კვლევის გარდა, მამუკა თურმანიძის თქმით, კიდევ  სამი კვლევის ჩატარება იგეგმება. მათ შორისაა  ქვეპროგარმები: ნიადაგის ეროზია და ამაგების შემდგომი სტრატეგიის განვითარება.

რატომ გადაწყვიტა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქარსაფარი ზოლის შესწავლა წელს, სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ უკავშირდება ბოლო პერიოდში ხეების ჩეხვის საკითხს, რასაც ოპოზიცია აქტიურად აპროტესტებს.  მამუკა თურმანიძე აცხადებს, რომ ბოლო 30 წელია მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა, კვლევის შედეგების მიხედვით კი კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება. 

ამავე კატეგორიაში