ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

15 მარტი 2018, 00:00 2908 ნახვა

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეხუთე დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. 
ქართველი სუმოისტის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიო იყო, რომელიც მარტივად, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა.
გორგაძემ ბაშოზე დადებითი ბალანსი აღიდგინა, მას 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. ის მომდევნო შეხვედრას, ხვალ, 16 მარტს, პირველ მაეგაშირა ენდოსთან გამართავს.

ქართველი იმპერატორის ტურნირზე ფეხის მძიმე ტრავმით ასპარეზობს, მას დოჰიოზე გასვლა გამაყუჩებელი საშუალებების მიღების შემდეგ უწევს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში