ერთი ადამიანი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

15 მარტი 2018, 00:00 4823 ნახვა

ერთი ადამიანი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების ცნობით მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ამავე კატეგორიაში