გუდაურში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

16 მარტი 2018, 00:00 2684 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები არიან. მათ სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანენ. მინისტრის  თქმით, ბოლო ინფორმაციით  8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას.

7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა.  გუდაურში გაემგზავრა პირველი-ვიცე პრემიერი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე  275-ე მუხლით აღძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი  დაშავდა.

ამავე კატეგორიაში