ავარიის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა

16 მარტი 2018, 00:00 4319 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიის შედეგად, ორი პირი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაზარალებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში