აშშ -ის საზღვაო ხომალდი “ოუკ ჰილი” ბათუმშია

17 მარტი 2018, 00:00 1968 ნახვა

ბათუმში  იმყოფება   შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი “ოუკ ჰილი”. ეს გემის და მისი ეკიპაჟის  პირველი ვიზიტია   საქართველოში. ვიზიტისას დაგეგმილია  ორმხრივი წვრთნები ნატოს მოკავშირეების  და პარტნიორი ფლოტების მონაწილეობით.

  ოპერაციების მიზანი საზღვაო უსაფრთხოება  და ბრძოლის უნარიანობის გაძლიერებაა. ამერიკის მე-6 ფლოტის სამმართველო ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს. ,,ოუკ ჰილის“ მეთაურობს  ფილიპ ნაითი, ეკიპაჟის შემადგენლობაში სულ  22 ოფიცერია, მთლიანად პესონალი  კი 400.    

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში